COMPANY G&G GROUP-ის საწარმო დაარსდა 2023 წელს, ის ითვალისწინებს საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო სასტერილიზაციო შესაფუთი პროდუქციის წარმოებას.
საწარმოს წარმოების სტანდარტები და მთელი რიგი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის TUV AUSTRIA-ს მიერ – ISO 9001 სტანდარტით, რაც საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის წარმოების ხარისხის დამადასტურებელი ნიშანია, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე უსაფრთხო, სწრაფი და უწყვეტი ფორმით წარმოებას EC სერტიფიკატი ადასტურებს.
საწარმო თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქციის ხარისხი შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების სისტემურ და პერმანენტულ განახლება-გაუმჯობესებას.
კომპანია, მუდმივად ზრუნავს საწარმოში მომუშავე ქართველი ინჟინერ-ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და უცხოელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ატარებს შესაბამის ტრენინგებს. საწარმოს ხედვაა იყოს ქართველი პარტნიორი მწარმოებელი, ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სტერილიზაციის სფეროში.
პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ინოვაცია და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.